• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

სწრაფად მოსამზადებელი ფუნთუშა ჩაისთვის

მარტივი და გემრიელი ფუნთუშის რეცეპტი

ინგრედიენტები: თბილი რძე 250 მლ საფუარი 1 სკ ზეთი 6 სკ კვერცხი 1 ცალი მარილი 1/4 ჩკ შაქარი 1 ჭიქა ქიშმიში 1 ჭიქა ვანილი 1 შეკვრა ფქვილი 500 გრ
1. თბილ რძეში გახსენით საფუარი, შაქარი და მარილი. გააჩერეთ 10 წუთი. ჩაამატეთ კვერცხი, ზეთი, ქიშმიში, ვანილი და 500 გრ ფქვილი. მოზილეთ კარგად, გააკეთეთ ცომისგან ბურთი, დააფარეთ ცელოფნის პარკი და დადგით ასაფუებლად.

2. ცომის ნახევარი გააბრტყელეთ საცხობ ფორმაში, ნახევრისგან კი გააკეთეთ გრძელი ზოლები, რომლებსაც ლამაზად გადააჯვარედინებთ გაბრტყელებულ ცომზე. კვლავ დაელოდეთ აფუებას, დაახლოებით 30 წთ, მოუსვით რძეში ათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

თეგები :