• თბილისი
  • 24°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

უგემრიელესი და მსუბუქი ნამცხვარი ჟოლოთი

დღეს გასწავლით მსუბუქი და უგემრიელესი დესერტის მომზადებას, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს უფრო ლამაზსა და გემრიელს გახდის.

ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

1/2 ჭიქა არაჟანი;
150 გ. კარაქი;
1/2 ჭიქა შაქარი;
2 ჭიქა ფქვილი;
1 ჩ.კ გამაფხვიერებელი.

მოსასხმელი არაჟნის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

2 სუფრის კოვზი ფქვილი;
1 ჭიქა შაქარი;
1 ც. კვერცხი;
1 ჭიქა არაჟანი.

ხილის შიგთავსისათვის:

350 გ. გაყინული ჟოლო.

მომზადება:

* ცომისა და არაჟნის მოსასხმელის მომზადებამდე, გამოიღეთ ჟოლო საყინულედან, რადგან მოკლე დროში იგი ვერ მოასწრებს სრულად გადნობას, შესაბამისად სჯობს წინასწარ გამოიღოთ;

* ცომის მოსამზადებლად უნდა შევურიოთ შაქარი და არაჟანი;

* ვადნობთ კარაქს, ხოლო მისი გადნობისა და შეცივების შემდეგ ვამატებთ არაჟანს და კარგად ვაზავებთ;

* ცომის დამზადებისას, რა თქმა უნდა, ვამატებთ ფქვილსა და გამაფხვიერებელს. იგი უნდა გახდეს სასიამოვნო და ელასტიური.

* ცომს ვათავსებთ ღრმა ფორმაში, რათა მაღალი გვერდებით გამოცხვეს;

* არაჟნის მოსასხმელის მოსამზადებლად კარგად ვურევთ ერთმანეთში კვერცხს, შაქარს, ფქვილსა და არაჟანს;

* შემდეგ ვათავსებთ ჟოლოს ფორმაში, ცომზე და მოვასხამთ მომზადებულ არაჟნის მოსასხმელს;

* ვათავსებთ ნამცხვარს ღუმელში, 180 გრადუსზე, 1 საათით;

* მას შემდეგ, რაც ნამცხვარი გაცივდება, შეგვიძლია მოვათავსოთ თეფშზე და გემრიელად მივირთვათ! 


თეგები :