• თბილისი
  • 35°C
  • 21 ივლისი, 2019
article

შემწვარი პომიდორი ფარშთან ერთად განუმეორებელი გემოთი

კერძი, რომლის მომზადებასაც დღეს გასწავლით გამოიყურება ძალიან ლამაზად და სადღესასწაულოდ. იგი მალევე იქცევა თქვენი ოჯახისთვის საყვარელ და მოთხოვნად კერძად, რადგან განუმეორებელი გემო აქვს.

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

750 გ. ფარში;
2 კგ. მსხვილი პომიდორი;
1 გახეხილი ხახვი;
3 მწვანე წიწაკა;
2 წითელი წიწაკა;
1 სუფრი კოვზი ტომატი;
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით;
ძირა;
ზეთი.

მომზადება:

1. ჯამში ან ქვაბში ერთმანეთს კარგად შეურიეთ ფარში, ხახვი, მარილი, შავი პილპილი და წიწაკა.

2. პომიდორი გაჭერით 3 ნაწილად, მაგრამ არ ჩაჭრათ ბოლომდე, რათა ნაწილები იყოს ერთად და მათ შორის შესაძლებელი იყოს ფარშის მოთავსება;

3. პომიდორის დაშორებებს შორის მოათავსეთ ფარში;

4. პომიდორები გადმოალაგეთ იმ ფორმაზე, რომელზეც უნდა შეწვათ, იქამდე კი წაუსვით ზეთი; პომიდორს ზემოდან დაადეთ წიწაკა;

5. ტომატი გაურიეთ 1 ჭიქა წყალს და მოასხით ზემოდან პომიდორს;

6. შეწვით პომიდორი 180 გრადუსზე, 30 წთ, შემდეგ გაზარდეთ ტემპერატურა 250 გრადუსამდე და დატოვეთ 10 წუთის მანძილზე.

ამ კერძის მირთმევა სასურველია ცხელ მდგომარეობაში. შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიები მოიშველიოთ და საკუთარი გემოვნებით დაამატოთ რაიმე.

გემრიელად მიირთვით!





თეგები :