• თბილისი
  • 14°C
  • 20 ნოემბერი, 2019
article

ნაყინის ნამცხვარი

გახადეთ  ნაყინი  ბევრად  უფრო  გემრიელი  და  ასიამოვნეთ  ახლობლებს! ინგრედიენტები: შოკოლადის "პეჩენიები" 250 გრ ვანილის ნაყინი 500 გრ შესქელებული რძე 1 ქილა ან მინანქარი 1 პორცია კარაქი 50 გრ
დაფხვნილ შოკოლადის "პეჩენიებს" შეურიეთ დამდნარი კარაქი. მოაფინეთ ლამაზი, ღრმა ჭურჭლის ძირზე და კარგად დატკეპნეთ. ზემოდან დაადეთ ნაყინის სქელი ფენა, ამ ფენას შეგიძლიათ მოასხათ მოხარშული შესქელებული რძე ან ცივი მინანქარი. ბოლოს კვლავ ნაყინის ფენას აკეთებთ და მორთავთ " პეჩენიების"  ნაფხვენებით და მოაწუწავთ მინანქარს.

მინანქარი:
1,5  ჭიქა  შაქარს  შეურიეთ  3  სკ  კაკაო,  100  გრ  კარაქი,  1  სკ  პურისფქვილი,  5  სკ  რძე,  დადგით  ძალიან  ნელ  ცეცხლზე  და  აადუღეთ,  ისე  რომ  მორევა  არ  შეწყვიტოთ.
შედგით  საყინულეში  2  საათი.

გემრიელად მიირთვით!


თეგები :