• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2019
article

სოკო ლორითა და სულგუნით

ეს რეცეპტი ყველაზე მეტად სოკოს მოყვარულებს გაახარებთ. გემრიელი საუზმის მოსამზადებლად სულ ცოტა ხანი დაგვჭირდება.

ინგრედიენტები: ქამა სოკო 12 ცალი ლორი 12 ნაჭერი სულგუნი 12 ნაჭერი მარილი კარაქი
სოკოს მოვაცალოთ ფეხები და ცოტა მარილი მოვაყაროთ. ლორის ფენებზე დავფინოთ სულგუნის ფენები და რულეტივით გადავახვიოთ.

თითოეული რულეტი მოვათავსოთ სოკოში და დავაწყოთ კეცზე. კეცს წინასწარ ცოტა კარაქი წავუსვათ. სოკო შევწვათ გახურებულ ღუმელში, სანამ ზემოდან არ მოიბრაწება.

თეგები :