• თბილისი
  • 24°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

ქათამი ხრაშუნა, ოქროსფერი კანით

ინგრედიენტები: ქათამი 1.5 კგ მარილი და პილპილი მშრალი ვერმუთი 2 ს.კ ძმარი ბალზამიკო, შავი 2 ს.კ ყავისფერი შაქარი 2 ს.კ

გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე

ქათამს წაუსვით  მარილი და პილპილი. დადეთ ცხაურზე, საშუალო სიმაღლეზე, ქვემოდან შეუდგით თუნუქის ფურცელი.

შეწვით 30-35 წუთი, შემდეგ მოამზადეთ გლაზური, რომელსაც ყოველ 10-15 წუთში ერთხელ გადაუსვამთ ხოლმე  ფუნჯით წვის დასრულებამდე.

გლაზურისთვის ერთმანეთ შეურიეთ შაქარი, ძმარი და ვერმუთი. ყავისფერი შაქრის შეცვლა თეთრითაც შეიძლება.

როცა ქათამი მზად იქნება, გადმოიღეტ ტბილ თეფშზე და 5 წუთი დაასვენეთ, შემდეგ დაჭერით.

მიიღებთ უგემრიელეს, არომატულ ქათამს მოოქროსფრო-მოწითალო ხრაშუნა კანით


თეგები :