• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

ბრაუნი ნიგვზით და ალუბლით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

კარაქი 150 გ;
შაქარი 150 გ;
შოკოლადი 150 გ;
ფქვილი 100 გ;
ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი 100 გ;
კვერცხი 2 ც;
ნიგოზი 50 გ;

მომზადება:

კარაქი და შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი. დაამატეთ შოკოლადი და კვლავ ათქვიფეთ.

შემდეგ დაამატეთ მწიკვი მარილი და ფქვილი. მიღებულ ცომს შეურიეთ ნიგოზი და ალუბალი.

საშუალო ზომის ფორმას წაუსვით ცხიმი, მოაფრქვიეთ ფქვილი და გადაიტანეთ ცომი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი. ბრაუნი ბოლომდე არ უნდა გამოშრეს.

გააციეთ ფორმაშივე, შემდეგ ამოიღეთ ან შიგნითვე დაჭერით. ზემოდან შეგიძლიათ კაკაო მოაყაროთ.
გემრიელად მიირთვით!


თეგები :