• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

ქათმის სუპი 30 წუთში

ინგრედიენტები: ხახვი 1 კარტოფილი 2 ბულიონი 1ლ-1.100 ლ სტაფილო 2 ფქვილი 2 ს.კ ნიახურის ღერო 2-3 ქათმის ფილე 400 გ ოხრახუში მარილი და პილპილი
სუპის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ წინასწარ მოხარშული ქათამი და შემონახული ბულიონი. ან ქათმის ფიელთი მოამზადოთ. მეორე შემთხვევაში. ქათმის ფილე დადგიტ მოახარშად.
პარალელურად, სტაფილო, ხახვი და ნიახური წვრილად დაჭერით. კარტოფილი პატარა კუბებად დაჭერით. 

ქვაბში გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და ნიახური, მოშუშეთ მსუბუქად. შემდეგ დაამატეთ სტაფილო და კარტოფილი. დაასხით ბულიონი (ნახევარი ჭიქა შემოინახეთ) და წამოადუღეთ. ხარშეთ თავდახურული, დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით 15 წუთში, კარტოფილი რომ დარბილდება, დაამატეთ დარჩენილ ბულიონში გახსნილი ფქვილი. ხარშეთ კიდევ რამდენიმე წუთი.

ამასობაში ქათმის ფილე მოიხარშებოდა, გადაწურეთ, ცოტა გააგრილეთ და დაანაწევრეთ.
ქათმის ხორცი ჩაამატეთ წვნიანში, მოაყარეთ მარილი, პილპილი და სასურველი მწვანილი.
სუპი მზადაა.


თეგები :