• თბილისი
  • 27°C
  • 18 სექტემბერი, 2019
article

სოკოს ცხარე სალათა

ინგრედიენტები: სოკო 500 გ ზეითუნის ზეთი 50 მლ ნიორი 3 კბილი მწარე წითელი წიწაკა 1 ლიმონის წვენი 3 ს.კ მარილი ოხრახუში
ეს სალათა ცხარე კერძების მოყვარულებს მოეწონებათ.
სოკო გარეცხეთ, შეაშრეთ და დაჭერით. ნიორი წვრილად დაჭერით. წიწაკას ამოაცალეთ თესლი და თხელ რგოლებად დაჭერით.

ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ წიწაკა ნიორთან ერთად. დაამატეთ სოკო და განაგრძეთ შუშვა დაახლოებით 5-6 წუთი. გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ ლიმონის წვენი, ოხრახუში, მარილი. გადაიტანეთ თეფშზე და მიირთვით თბილი.


თეგები :