• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

საქონლის ენა - ძველი ქართული რეცეპტით

ინგრედიენტები: საქონლის ენა 1 კგ სოკო 300 გ ნიგოზი 1 ჭიქა არაჟანი 1 ჭიქა კარაქი 2 ს.კ მარილი და პილპილი ნიორი 2-3 კბილი ხახვი 2 ოხრახუში
ენა მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და გადავაცალოთ კანი. დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და გადავიტანოთ ქვაბში.

ცალკე მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და სოკო. დავამატოთ დაჭრილ ენას.

ნიგოზი და ნიორი დავნაყოთ, შევურიოთ არაჟანი, მარილი, პილპილი.. ეს სოუსი დავასხათ ქვაბში ხორცს და მივიყვანოთ ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე. ეს შეგვიძლია ღუმელშიც გავაკეთოთ.

მზა კერძს დავამაოთ დაჭრილი ოხრახუში და მივირთვათ ცხელი.


თეგები :