• თბილისი
  • 36°C
  • 23 აგვისტო, 2019
article

ქილაში შემწვარი მწვადი – არ დაიჯერებთ, მაგრამ ასე მომზადებულს ნამდვილი წალმის მწვადის გემო აქვს

ალბათ, რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, ვისაც მწვადი არ უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული ბუნებაში გასვლასთან და წალამზე შემწვარ მწვადთან ასოცირდება, სავარაუდოდ, ბევრისთვის ეს იშვიათი სიამოვნებაა.

გთავაზობთ მწვადის შინ შეწვის მარტივ მეთოდს, რომელიც ცოტა დროსა და ენერგიას წაგართმევთ.

იმისათვის, რომ მწვადის შინაური ვარიანტი მოამზადოთ, დაგჭირდებათ მხოლოდ ჩაბასტურმებული ხორცი და ჩვეულებრივი 3-ლიტრიანი ქილა.


ინგრედიენტები:

ღორის ხორცი (ანტრეკოტი) – 1 კგ.

ბეკონი – 250 გრ.

ხახვი – 2-3 თავი;

ნახევარი ლიმონის წვენი;

წყალი – 100 მლ.

მარილი;

პილპილი.

მომზადების წესი:

1. გარეცხეთ ხორცი და დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა და დააყარეთ ხორცს. ერთი სიტყვით, მოამზადეთ ბასტურმა. გააჩერეთ 30 წუთი.

2. ჩამოაცვით ხორცი მწვადის ჩხირებზე, ხორცის, ხახვისა და ბეკონის ნაჭრების მონაცვლეობით. ჩააწყვეთ შამფურები სამლიტრიან ქილაში, თითოეულში ჩაეტევა 4-5 შამფური. დარჩენილი ხახვით დაფარეთ ქილის ფსკერი.

3. დააფარეთ ქილას ტყვიის ქაღალდი (ფოლგა). შეამოწმეთ, რომ ქილები გარედან მშრალი იყოს.

4. მოათავსეთ ქილები ცივ ღუმელში და ჩართეთ 180-200 გრადუსზე. შეწვას 60-80 წუთი დასჭირდება. შემდეგ გამორთეთ ღუმელი, დატოვეთ ქილები იქვე 5-10 წუთი, რათა ტემპერატურის ცვალებადობამ არ გახეთქოს შუშა. ამავე მიზეზით გამოაღეთ ღუმელის კარი ნელ-ნელა.

საოცარი კერძი მზად არის! ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი არომატული მწვადის მომზადება ნაკვერჩხლისა და წალმის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი.

dainteresdit.ge

თეგები :