• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2019
article

შემწვარი კალმახი ბროწეულის წვენით

ინგრედიენტები: კალმახი 2 ბროწეული 1 მარილი და პილპილი ქინძი ან კამა 2-3 ღერი ნიგოზი (სურვილით) 1 ს.კ ხახვი (სურვილით) 1 ს.კ (დაჭრილი ან გატარებული)
კალმახი  ჩავჭრათ და ფრთხილად ამოვაცალოთ ხერხემალი. ეს დელიკატური პროცესია და თუ ვერ ახერხებთ,  შეგიძლიათ პირდაპირ შეწვათ. 
შეწვის წინ თევზს წავუსვათ მარილი და პილპილი.

1 ცალი ბროწეული გავარჩიოთ და გამოვწუროთ წვენი. დავამატოთ დაჭრილი ქინძი ან კამა (ქინძი უფრო უხდება), მარილი, პილპილი. შეგვიძლია შევურიოთ 1 ს.კ გატარებული ნიგოზი და წვრილად დაჭრილი ან გატარებული ხახვი.

ცხელ ტევზს მოვასხათ ბროწეულის წვენი და ვაცალოთ 10-15 წუთი დამარინადება. მივირთვათ თბილი.

თეგები :