• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

უსწრაფესი პიცა მათთვის ვისაც ცოტა დრო აქვს

თუ პიცა ძალიან მოგინდებათ, საფუვრიანი ცომის მომზადების დრო კი არ გაქვთ, ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ! ცომი 5 წუთში მზადაა, თანაც ძალიან გემრიელია, გამოსცადეთ.

ინგრედიენტები: კეფირი 500 გ კვერცხი 2 ზეთი 2 ს.კ მარილი სოდა 1/2 ჩ.კ ფქვილი
შეურიეთ ერთმანეთს კეფირი, კვერცხი, ზეთი, სოდა და მარილი. შემდეგ დაამატეთ იმდენი ფქვილი, რომ რბილი,  ელასტიური ცომი მიიღოთ, რომელიც ხელზე არ გეკრობათ.  გააბრტყელეთ, წაუსვით სოუსი და ზემოდან დაალაგეთ სასურველი ინგრედიენტები, როგორც კლასიკური პიცის შემთხვევაში.

გამოაცხეთ ღუმელში 10-15 წუტი, მაღალ ტემპერატურაზე.


თეგები :