• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2019
article

12 ჯანსაღი პროდუქტი დიაბეტიკებისთვის

ჯანსაღი საკვები ერთ-ერთი ძირითადია, რისი დახმარებითაც ჩვენს ორგანიზმში ყველა პროცესი რეგულირდება. ის, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, გვეხმარება ბევრი დაავადების დაძლევასა თუ განკურნებაში. ამ სტატიაში გაგაცნობთ დიაბეტით დაავადებულთა კვების თავისებურებებს, კონკრეტულად კი - რომელი საკვები ეხმარება მათ სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებაში. პირველ რიგში, გასათავალისწინებელია, რომ დიაბეტის დროს იკრძალება სწრაფი ნახშირწყლების შემცველი საკვები : თეთრი ფქვილის პროდუქტი, ტკბილეული, ნამცხვრები, კანფეტები. უპირატესობა ენიჭება ნელ ნახშირწყლებს, რომელთა მიღების შემდეგ გლუკოზა სისხლში ერთბაშად არ ხვდება.

პარკოსნები - უჯრედისის და მცენარეული ცილის შესანიშნავი წყაროა, იწვევს დანაყრების შეგრძნებას და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ჩაამატეთ მოხარშული ლობიო სალათებში, სუპებში, ბოსტნეულის კერძებში.

რძის პროდუქტები - კალციუმისა და ვიტამინ დ-ს წყაროა. უმჯობესია ნაკლებცხიმიანი (თუმცა არა მთლიანად უცხიმო) მიირთვათ და რაც მთავარია ახალი, საღი რძისგან მომზადებული.

ზღვის თევზი - ჯანსარ ცხიმებს შეიცავს, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელია. მოამზადეთ ღუმელში, ორთქლზე ან გრილზე.

ქერი - მდიდარია უჯრედისის განსაკუთრებული სახეობით - ბეტა-გლიუკანით და გვეხმარება შაქრის დონის კონტროლში.

ქერის მსგავსად, სასარგებლო შვრიაც. უჯრედისი სისხლში შაქრის შეწოვის პროცესს ანელებს და ამგვარად მისი დონის კონტროლში გვეხმარება.

კენკრა - ეს ბუნებისგან ნაჩუქარი ტკბილეული და კანფეტია! თუმცა მათგან განსხვავებით დიდი რაოდენობითუჯრედისს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს.

ფინიკი - მშვენიერი დესერტია დიებეტიკებისთვის, რომელშიც უფრო მეტი ანტიოქსიდანტი შედის, ვიდრე ფორთოხალში, ბულგარულ წიწაკაში და ყურძენში.

მწვანილი, სალათის, ჭარხლის, ისპანახის, ბროკოლის ფოთლები - შეიცავს ფოლის მჟავას, ამცირებს ჰომოცისტინის დონეს და იცავს გულს. მიირთვით ცოცხლად, როგორც სალათა, ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით.

ოსპი - უჯრედისის, ფოლის მჟავის და ცილის შესანიშნავი წყაროა.

სელის თესლი - შესანიშნავად არეგულირებს შაქრის დონეს. დაამატეთ ფაფებში, სალათებში, პურის ცომში.

ნიგოზი -ომეგა-3-ის კარგი წყაროა. დაამატეთ სალათებში ან მიირთით საკვების შუალედებში.

შავი შოკოლადი - ფლავონოიდების წყაროა. მისი მიღება მცირე რაოდენობით დასაშვებია, მაგრამ არ გადაამეტოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა რაციონი ექიმთან უნდა შეათანხმონ, რადგან ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და შესაძლოა დაავადება სხვადასხვაგვარად ვითარდებოდეს.

თეგები :