• თბილისი
  • 22°C
  • 23 სექტემბერი, 2019
article

"ღვთაებრივი კექსი" - ნამცხვარი რომელიც ამართლებს სახელს

რეცეპტი ინგრედიენტები: ფქვილი 500 გ კარაქი 300 გ კაკაო 4 ს.კ კეფირი 120 გ მარილი შაქარი 360 გ სოდა 1 ჩ.კ ცხელი წყალი 220 მლ კვერცხი 3 მინანქარი შოკოლადი 100 გ კარაქი 50 გ რძე 6 ს.კ
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე.
პატარა ქვაბში გავადნოთ 250 გ კარაქი და შევურიოთ  კაკაო. დანარჩენი კარაქი მინანქრისთვის დაგვჭირდება.
კარგად ავურიოთ კარაქი და კაკაო, როცა ერთგვაროვანი გახდება, დავამატოთ ცხელი წყალი. კვლავ ავურიოთ და გადმოვიღოთ ცეცხლიდან. 
ღრმა ჯამში შეურიეთ ფქვილი, შაქარი, მწიკვი მარილი, დაასხით გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ.  სხვა თასში მსუბუქად ავტქვიფოთ კეფირი და კვერცხი, დავამატოთ სოდა და ვანილი. ჩავასხათ შოკოლადიან ცომში. კარგად ავთქვიფოთ და ჩავასხათ 26-28 სმ დიამეტრის ფორმაში, რომელსაც წინასწარ ცხიმს მოვუსვამთ.  შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ. 
როდესაც  კექსი გამოცხვება, მოვამზადოთ მინანქარი. შოკოლადი, რძე  და კარაქი გავადნოთ ორთქლზე, კარგად ავურიოთ  და დავასხათ გაგრილებულ ნამცხვარს.

თეგები :