• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

სუპ-ხარჩო - ტრადიციული რეცეპტი

რეცეპტი ინგრედიენტები: საქონლის ხორცი 600 გ ბრინჯი 200 გ გატარებული ნიგოზი 100 გ ტყემლის საწებელი 150 გ ხახვი 2 თავი ნიორი 3-4 კბილი ტომატ-პასტა 1 ს.კ ხმელი სუნელი 2 ჩ.კ წითელი წიწაკა, დაფქული 1 ჩ.კ (ან მთლიანი წიწაკა) მწვანილი
ხორცი საშუალო ზომაზე დავჭრათ, დავასხათ 2.5 -3 ლ წყალი და მოვხარშოთ. აუცილებლად მოვხადოთ ქაფი ადუღებისას.

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ. 
გარეცხილი ბრინჯი ჩავამატოთ ბულიონში და ვხარშოთ 15 წუთი, შემდეგ დავამატოთ მოშუშული ხახვი, გატარებული ნიგოზი, ტომატის პასტა, სანელებლები, ტყემალი. ვხარშოთ კიდევ 5 წუთი. ბოლოს დავამატოთ ნიორი და მარილი. 
გადმოვდგათ ცეცხლიდან და დაახლოებით 30 წუთი დავდგათ. შემდეგ გადმოვიღოთ თეფშებზე, მოვაყაროთ მწვანილი და სუფრასთან მივიტანოთ

თეგები :