• თბილისი
  • 24°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

გურმანების სალათა ლეღვით და ყველით

ეს მარტივი სალათა ნამდვილი საოცრებაა! იგი ერთდროულად მსუბუქი, არომატული და ძალიან გემრიელია ინგრედიენტები: სალათი რუკოლა თხის ყველი 100 გ ლეღვი, თეთრი ან შავი 6-7 ცალი ნიგოზი 1 მუჭა ზეითუნის ზეთი 3 ს.კ ძმარი ბალზამიკო, შავი 1 ს.კ მარილი და პილპილი

ლეღვისთვის საუკეთესო შეხამება თხის ყველია, მაგრამ თუ ვერ იშოვით, კამამბერი,  ბრი ან მათი მსგავსი რბილი ყველი შეარჩიეთ.

დაჭერით ლეღვი და ყველი.
სასალათე თეფშზე გადაიტანეთ რუკოლა, დაალაგეთ ლეღვი, ყველი, მოაყარეთ ნიგოზი.
ერთმანეთში აურიეთ ზეთი, მარილი, პილპილი და ძმარი. მოასხით სალათს და ფრთხილად აურიეთ.

უგემრიელესია!


თეგები :