• თბილისი
  • 35°C
  • 21 ივლისი, 2019
article

აჯაფსანდალი

ინგრედიენტები: ბადრიჯანი 1 კგ პამიდორი 500 გ კარტოფილი 3-4 ცალი ხახვი 1-2 თავი ქინძი, ოხრახუში, რეჰანი ნიორი 2-3 კბილი
ბადრიჯანი დავჭრათ კუბებად და მოვაყაროთ მარილი. გავაჩეროთ 20 წუთი, შემდეგ გავწუროთ. იმავე ზომის კუბებად დავჭრათ კარტოფილი.
ქვაბში ან ტაფაში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი. დავამატოთ ბადრიჯანი და კარტოფილი. ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. დავასხათ დაჭრილი, კანგაცლილი პამიდორი და გავაგრძელოთ შუშვა, სანამ კარტოფილი არ დარბილდება.

დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, წიწაკა, ნიორი, მარილი. ამოვურიოთ და კერძი მზადაა.
შეიძლება მომზადდეს კარტოფილის გარეშეც

თეგები :