• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

გამომცხვარი თევზი

ინგრედიენტები:თევზის ფილე800 გრძე2 ჭკარტოფილი5 ცალისტაფილო2ლიმონის წვენი1/2 ჭხახვი3ზეთი3 ს.კროზმარინითავშავა (ორეგანო)კვერცხიმარილი და წიწაკატაბულა123456PrevNextთევზი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი და მოვასხათ ლიმონის წვენი, დავდგათ, რომ წვენი გაუჯდეს.

კარტოფილი დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ რძე და თუ საჭირო იქნება, ცოტა წყალიც დავამატოთ, რომ კარტოფილი დაფაროს და დავდგათ ცეცხლზე. რძე როცა ბოლომდე დაშრება, დავამატოთ მარილი, კვერცხი და გავაკეთოთ პიურე. 

ფორმას წავუსვათ ზეთი, ზედ მოვათავსოთ თევზის ნაჭრები და მოვაყაროთ სანელებლები. შემდეგ ფენად დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში 10 წუთით.

თუ თევზმა წვენი მოიყენა, ფრთხილად გადავწუროთ, საკონდიტრო ტომრის საშუალებით თევზზე მოვათავსოთ კარტოფილის პიურე და შევდგათ ღუმელში, სანამ ბოლომდე არ მომზადდება. 


თეგები :