• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

სახლში მომზადებული დონატები

ინგრედიენტები: ფქვილი 500 გ წყალი 180 მლ კარაქი (მარგარინი) 100 გ კვერცხი 1 დიდი შაქარი 1-2 ს.კ საფუარი 6 გ მარილი გამდნარი შოკოლადი
შევურიოთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, შემდეგ დავამატოთ წყალი, ბოლოს გამდნარი კარაქი და კვერცხი.

დავასვენოით ცომი, ამოფუების შემდეგ გავაბრყელოთ და ამოვჭრათ მრგვალი დონატები. დავალაგოთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე ხელახლა ამოსაფუებლად.

შევწვათ დონატები ფრიტიურში ან ქვაბში, ბლომად ზეთში, საშუალო სიმხურვალეზე, სანამ არ შეოქროსფრდება.
გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმისგან დასაწდობად. ამის შემდეგ ამოვავლოთ გამდნარ, შეგრილებულ შოკოლადში.


თეგები :