• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

სენ-ჟაკის მოლუსკები ნიორში

რეცეპტი ინგრედიენტები: სენ-ჟაკის მოლუსკი 12 ნიორი 2 კბილი ოხრახუში 1/2 კონა კარაქი 50 გ თეთრი ღვინო 1/2 ლ მარილი და წიწაკა
დანაყეთ ნიორი და ოხრახუში. ცალკე ტაფაზე გაადნეთ კარაქი და შეურიეთ შიგნით დანაყილი მასა. დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და წიწაკა. შემდეგ ჩაამატეთ სენ-ჟაკის მოლუსკები და დატოვეთ ისინის მაღალ ცეცხლზე 30 წამიდან 1 წუთამდე, სენ-ჟაკის მულუსკების სისქის მიხედვით. გადმოიღეთ ტაფიდან სენ-ჟაკის მოლუსკები, ხოლო ტაფაზე დარჩენილ ცხიმს დაუმატეთ თეთრი მშრალი ღვინო, აურიეთ ხის კოვზით და მიიყვანეთ ადუღებამდე. მომზადებული მასა დაასხით სენ-ჟაკის მოლუსკებზე და მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად.

თეგები :