• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ტორტი "პელე"

ინგრედიენტები: შაქარი 400 გ კაკაო 80 გ კეფირი 700 მლ კვერცხი 5 სოდა 1.5 ჩ.კ ფქვილი 3 ჭიქა გამდნარი კარაქი 150 გ ვანილი ლიქიორი კრემი დარბილებული კარაქი 250 გ მოხარშული შესქელებული რძე 2 ქილა
შეურიეთ  შაქარი და კაკაო, დაამატეთ კვერცხები და კარგად ათქვიფეთ.  შეურიეთ გამდნარი, შეგრილებული კარაქი, შემდეგ ვანილი, სოდა  და კეფირი. ბოლოს დაამატეთ ფქვილი.  უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის სისქის ცომი.

ამ ცომით გამოაცხეთ სამი ფირფიტა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ფირფიტებს უსწორმასწორო ადგილები ააჭერით და დაფხვენით მოსართავად. გაციებული ფირფიტები დანამეთ ლიქიორით. 

კრემისთვის ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და  ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ  შესქელებული რძე.  წაუსვით ფირფიტებს კრემი, მათ შორის გვერდებზეც და მოაყარეთ შემონახული ნაფხვენები. ტორტი გააჩერეთ მაცივარში რამდენიმე საათი, უმჯობესია მთელი ღამით.


თეგები :