• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ხორცისა და ბოსტნეულის სოუზი

ინგრედიენტები: კარტოფილი 1 კგ ტკბილი წიწაკა, წითელი 2 საქონლის ხორცი 1 კგ ხახვი 1 თავი აჯიკა 1 ჩ.კ ცხარე წიწაკა, წითელი 1 ცალი დაფქული ქინძი 1/2 ჩ.კ ქინძი 2 კონა ტომატ-პასტა 2-4 ს.კ მარილი ნიორი 3-4 კბილი დაფნის ფოთოლი ხმელი ქონდარი 1 ჩ.კ
ხორცი დაჭერით, გადაიტანეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე თავისივე წვენში ჩაშუშეთ. შემდეგ დაამატეთ ხახვი და კვლავ შუშეთ სანამ ხახვი დარბილდება. თუ ხორცი მთლად უცხიმოა, ცოტა კარაქი ჩაამატეთ შუშვის დროს.
შემდეგ დაასხით წყალი, ისე რომ  დაფაროს ხორცი და მოხარშეთ დარბილებამდე. დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული, ტომატი, დაფნა და იმდენი წყალი რომ ბოსტნეულის პირად მოადგეს. ძალიან წვნიანი არ უნდა იყოს.  ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ კარტოფილი არ დარბილდება. 
შემდეგ დაამატეთ სუნელები, დაჭრილი ცხარე წიწაკა, მარილი და მწვანილი. ქინძის გარდა უხდება რეჰანიც.

თეგები :