• თბილისი
  • 9°C
  • 17 ნოემბერი, 2019
article

ქათამი ვიკინგების რეცეპტით

ინგრედიენტები: ქათამი 1.5 - 2 კგ ლიმონი ან ფორთოხალი 1 ვაშლი 4 ხახვი 2 ნებისმიერი ბოსტნეული 1 კგ როზმარინი 3-4 ტოტი სტაფილო 1-2
ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე.
ტაფის ძირზე დავალაგოთ რგოლებად დაჭრილი ვაშლი და ხახვი. ზემოდან დავალაგოთ მოზრდილ ჩხირებად დაჭრილი სტაფილო. ბოსტნეულს დავადოთ ქათამი, რომელსაც მუცელში მთლიან ლიმონს ან ფორთოხალს ჩავუდებთ როზმარინის ტოტებთან ერთად.

ქათამს გარშემო შემოვუწყოთ  დაჭრილი ბოსტნეული: კარტოფილი, ბროკოლი, ყვავილოვანი ან ბრიუსელის კომბოსტო, სატაცური, სოკო და ა.შ. დავამატოთ დაჭრილი ვაშლიც. ყველაფერს, მათ შორის ქათამს მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

ქათამს ზემოდან კარაქის ნაჭრები დავადოთ და შევდოთ ღუმელში დაახლოებით 1.5 საათი.

შეწვის შემდეგ ქატამი ამოვიღოთ და ფოლგის ქვეშ 15 წუთი გავაჩეროთ. შემდეგ დავჭრათ და ბოსტნეულთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.


თეგები :