• თბილისი
  • 25°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

მაცოცხლებელი ნარინჯისფერი სუპი პურის ფიალებში

ასეთი მსუბუქი წვნიანი განსაკუთრებით სასიამოვნოა საკვებით გადაღლილი ორგანიზმისთვის ინგრედიენტები: გოგრის რბილობი 300 გ ტკბილი წიწაკა, ნარინჯისფერი 1 ტკბილი წიწაკა, წითელი 1 სტაფილო 2-3 ხახვი 2-3 თავი დაფქული ჯანჯაფილი დანის წვერით დაფქული მიხაკი დანის წვერით მანდარინის ცედრა 1 ს.კ ზეითუნის ზეთი 2 ს.კ მარილი და პილპილი
პურის ფიალები შეგიძლიათ წინასწარაც გამოაცხოთ  ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომით. უკეთესია თუ რამდენიმე სახეობის ფქვილს შეურევთ ( ხორბლის, ჭვავის, შვრიის). აიღეთ ჩვეულებრივი მინის ან კერამიკის ფიალები, შემოახვიეთ ფოლგა, წაუსვით ცხიმი და გადააფარეთ ცომი, როგორც ფოტოზეა მოცემული. გამოაცხეთ 190 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი.

მოამზადეთ სუპი: გოგრა, სტაფილო, წიწაკა დაჭერით კუბებად და მოშუშეთ 1 ს.კ ზეითუნის ზეთში. დაასხით 2 ჭიქა წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. 
შემდეგ დაამატეთ მანდარინის ცედრა, სუნელები და ბლენდერის დახმარებით პიურედ აქციეთ. 
ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად და მოშუშეთ 1 კოვზ ზეთთან ერთად. ჩაამატეთ სუპში და მოურიეთ. თუ დიდი ხახვის ნაჭრები არ გიზიდავთ, მაშინ ისიც დააბლენდერეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ამოიღეთ ცხელი წვნიანი პურის თეფშებზე და მიირთვით.


თეგები :