• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

12 კულინარიული ეშმაკობა

პატარა ეშმაკობები, რომელიც უკეთეს კულინარად გაქცევთ!


1. თუ ბულიონს ქაფი დროულად ვერ მოხადეთ და ჩაიქაფა, ჩაასხიტ 1 ჭიქა წყალი. ხელახლა წამოდუღებისას ქაფი თავზე მოექცევა და შეგილიათ მოხადოთ.

2. ქათმის ბულიონში ნუ ჩაამატებთ სხვადასხვა სანელებელს, სტაფილოსა და ხახვის გარდა. ბულიონი გემოს დაკარგავს.

3. ნუ ჩატოვებთ წვნიანში დაფნის ფოთოლს. ის ხარშვისას კარგია, მაგრამ შემდეგ გემოს აფუჭებს.

4. კატლეტი რომ წვნიანი გამოვიდეს, ფარშში მოშუშული ხახვი და უმი, წვრილად გახეხილი კარტოფილი დაამატეთ.

5. კატლეტის, ხორცის, ფილეს შეწვისას, პირველ წუთებში ცეცხლი მაღალი უნდა იყოს, რომ კანი დაებრაწოს და წვენი არ გამოუშვას. შემდეგ ცეცხლს უნდა დაუწიოთ, რომ შიგნიდან მომზადება მოასწოროს.

6. საფუვრიანი ცომი უფრო ფუმფულა და რბილი იქნება, თუ მას შეურიევთ მოხარშული, გაციებულ, წვრილად გახეხილ კარტოფილს. ამ მეტოდით აცხობენ ამერიკელები უგემრიელეს დონატებს.

7. კარაქი არ დაიწვება, თუ მას ცოტაოდენ ზეთთან ერთად გააცხელებთ ტაფაზე.

8. ცომი უფრო სწრაფად გაფუვდება, თუ მასში რამდენიმე ღერ გრძელ მილისებულ მაკარონს ჩაარჭობთ.

9.ცხელი ზეთის შხეფები რომ აიცილოთ, შეწვის დაწყების წინ ტაფის ძირზე ცოტაოდენი მარილი მოაბნიეთ.

10. ხახვის ფურცლები შეგიძლიათ ბულიონს ხარშვისას დაამატოთ. ამგვარად ბულიონი უფრო ლამაზ ფერს მიიღებს და სასარგებლო ნივთიერებებით გამდიდრდება.

11. ღუმელში ხორცი რომ არ დაიწვას და არ გამოშრეს, შედგით პატარა ჭურჭლით წყალი

12. თევზის შეწვისას უსიაოვნო სუნის ასაცილებლად, ტაფაზე უმი კარტოფილის ნაწრებიც დაალაგეთ.

თეგები :