• თბილისი
  • 36°C
  • 23 აგვისტო, 2019
article

გოჯი - ყველაზე პოპულარული და მოდური კენკრა

გოჯი ძალიან სასარგებლო და ამ ბოლო დროს ნამდვილ კულინარიულ ჰიტად ქცეული კენკრა გახლავთ. იგი კოწახურს წააგავს, თუმცა მისგან განსხვავდება კიდეც.

გაეცანით 8 საინტერესეო ფაქტს გოჯის შესახებ:

1. გოჯის კენკრას "დღეგრძელობის ნაყოფს" და "ბედნიერების კენკრას" უწოდებენ.

2. ფლავონოიდები, რომელსაც გოჯი შეიცავს, ჩვენი ორგანიზმიდან ცხიმს გამოდევნის და ღვიძლის მუშაობას ააქტიურებს. ასევე ხელს უწყობს ჯანმრთელ ძილს, კარგი მხედველობისა და მეხსიერების შენარჩუნებას. სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისთვის.

3. ჩინელები ამბობენ, რომ კაცმა, რომელიც ოჯახიდან 1000 კილომეტრზე შორს მიდის, არავითარ შემთხვევაში გოჯის ნაყოფი არ უნდა მიირთვას. ეს ნაყოფი ტესტოსტერონის დონეს ამაღლებს და სექსუალურ ლტოლვას ამძაფრებს.

4. გოჯი - ერთადერთი კენკრაა, რომელიც დიუკანის დიეტით დაშვებულია.

5. გოჯის სამკურნალო თვისებების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ძველ ჩინელ ალქიმიკოსსა და ექიმს ტაო ხუნ ძინემს აქვს მოცემული თავის ნაშრომებში, 456-536 წლებში

6. გოჯის კენკრას მხოლოდ გამოშრობა დაჩირების შემდეგ მიირთმევენ. ნედლი ნაყოფის მიღება რეკომენდირებული არ არის, კანზე პირდაპირი შეხებისას კი წვის შეგრძნებას იწვევს.

7. ბევრი არაკეთილსინდისიერი მაღაზია ან გამყიდველი გოჯის სახელით შტოშის ჩირს ყიდის, ამიტომ სასურველია, ყურადღებით შეამოწმოთ.

8. გოჯის მირთმევის ოპტიმალური დღიური ნორმა 20-40 გრამი გახლავთ.

თეგები :