• თბილისი
  • 36°C
  • 23 აგვისტო, 2019
article

კეთილშობილი გოჭუნები - შესანიშნავი ძეხვიანი ღვეზელი

ინგრედიენტები: რძე 1 ჭიქა ფქვილი 2 1/4 ჭიქა შაქარი 2 ს.კ საფუარი 1.5 ჩ.კ ზეთი 1/4 ჭიქა მარილი 1.5 ჩ.კ კვერცხი 1, გადასასმელად სოსისი ან ძეხვი (მოხარშული, შემწვარი)

თბილ რძეს შეურიეთ შაქარი, ზეთი და საფუარი. ადროვეთ 10 წუთი. შემდეგ ჩაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი და მოურიეთ. დააფარეთ და დატოვეთ სითბოში 1 საათი. ცომი რომ აფუვდება, დაამატეთ დარჩენილი 1/4 ჭიქა ფქვილი და მარილი. თუ ცომი ძალიან წებოვანია და მუშაობა გიჭირთ, სულ ცოტა ფქვილი კიდევ მიამატეთ. გაყავით ცომი 13 ნაწილად, მოაგუნდავეთ და დაალაგეთ . მეცამეტე ცომის გუნდა გოჭის დინგისა და ყურებისთვის შეინახეთ. თავზე გადააფარეთ რომ არ გახმეს. ხელახლა რომ ამოფუვდება, თითოეული გუნდა გაააბრტყელეთ (ნაპირები უფრო მეტად, ვიდრე გული), ჩაუდეთ შემწვარი ან მოხარშული სოსისის/ძეხვის ნაჭერი და მოუკარით პირი. ღვეზელს ოვალური ფორმა მიეცით და დაალაგეთ ქაღალდდაფენილ, ცხიმ წასმულ ტაფაზე. დატოვეთ 15-20 წუთი, პირსახოცის ქვეშ.
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ღვეზელებს გადაუსვით ფუნჯით ათქვეფილი კვერცხი. შემონახული ცომისგან გამოჭერით პატარა დინგები და ყურები, მიაწებეთ ღვეზელებს. დინგში ნახვრეტები კბილის ჩხირებით გაუკეთეთ. უმჯობესია ცხობისას დაუტოვოთ, რომ ხვრელები არ შეერთდეს და კარგად დაემჩნეს. გამოცხობის შემდეგ ამოაძრობთ. თვალების ნაცვლად დაუმაგრეთ პილპილის მარცვლები ან მიხაკი.
აცხვეთ 12-15 წუთი, სანამ ოქროსფრად დაიბრაწება.


თეგები :