• თბილისი
  • 36°C
  • 23 აგვისტო, 2019
article

8 საუკეთესო მწვანილი

არომატული მცენარეები სამართლიანად ითვლება კულინარების მთავარ "იარაღად". თქვენს წინაშეა უამრავ ქვეყანაში პოპულარული 8 უნივერსალური მცენარე და კერძები, რომელშიც მათი გამოყენება შეიძლება.

1. ბაზილიკი (რეჰანი): სოუსი პესტო, პომიდვრის სოუსი, მაკარონის კერძები, პიცა, ხილის სალათები, პომიდვრიანი კერძები.

2. ოხრახუში: ბოსტნეულის და ხორცის კერძები, გრილზე მომზადებული კერძები, კარტოფილიანი კერძები. მისი ნეიტრალური გემო ბევრ კერძს უხდება.

3. ქონდარი (და ბეგქონდარა): ქათამი, თევზი, კარტოფილი.

4. როზმარინი: ბოსტნეულის და ხორცის კერძები - განსაკუთრებით კი ცხვრის ხორცის. უხდება წვნიანებს და შემწვარ კარტოფილსაც.

5. სალბი: შეუდარებელია კურდღლის, საქონლის, ფრინველის ხორცთან.

6. პიტნა: სუპები, დესერტები, ლიმონათები, კოქტეულები, შოკოლადიანი ნაწარმი, ჩაი, ხორცეული (განსაკუთრებით ცხვრის ხორცი).

7. კამა: სალათები, სუპები, თევზი, კარტოფილი, ბოსტნეული.

8. ქინძი: უხდება ხორციან, პომიდვრიან, ნიგვზიან კერძებს.

თქვენ რომელი მწვანილი გაქვთ მუდმივად მაცივარში?

თეგები :