• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

სოკო და ქათამი მაიონეზში

რეცეპტის ინგრედიენტები:

        500 გრამი ქათმის მკერდი
        500 გრამი სოკო
        8 სუფრის კოვზი ზეთი
        8-10  კბილი ნიორი
        1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
        1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
        1 სუფრის კოვზამდე ყვითელი ყვავილი
        200 გრამი მაიონეზი
        350-400 მილილიტრი ანადუღარი წყალი
        მარილი და წიწაკა გემოვნებისამებრ

~ მომზადების წესი ~

1. დაჭერით ქათმის ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად. მოაცილეთ სოკოს ყუნწები. მოასხით ზეთი ტაფას და შეწვით სოკო და ქათამი საშუალო ცეცხლზე, ნახევარი საათის განმავლობაში, თან დროგამოშვებით ურიეთ.

2. დანაყეთ ნიორი, ჩაუმატეთ სუნელები, მარილი და შემდეგ დანაყეთ ერთად.

3. მოათავსეთ მაიონეზი დიდ თასში და ჩაუმატეთ ნივრიანი მასა. კარგად შეურიეთ. შემდეგ ძალიან ნელ-ნელა ჩაუმატეთ გაციებული ანადუღარი წყალი და თან ფრთხილად ურიეთ. ჩაუმატეთ შემწვარი სოკო-ქათამი, შეურიეთ და დატოვეთ ერთი საათით.

4. კარგად გაციებულ კერძს გემოვნებისამებრ მოაფრქვიეთ წითელი წიწაკა და გემრიელად მიირთვით შოთის პურთან ერთად!


თეგები :