• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

გამომცხვარი ქათამი

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 კგ. ქათამი500 გრ. კარტოფილი2 ც. წიწაკა2 ც. პამიდორი1 ც. ხახვი1 ც. ლიმონი2 ს/კ ზეითუნის ზეთი1 ს/კ ტომატი1/2 ს/კ შავი პილპილი1/2 ს/კ წითელი პილპილიმარილი გემოვნებით~ მომზადების წესი ~
1. დაჭერით ქათამი საშუალო ზომის ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაალაგეთ ლანგარზე. მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი წიწაკა და მსხვილად დაჭრილი კარტოფილი. გარშემო განალაგეთ შუაზე გაჭრილი პამიდვრები.
2. ტომატში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და 1 ჭიქა წყალი.
3. მოასხით მიღებული მასის ნაწილი ქათამს და შედგით წინასწარ შემთბარ ღუმელში. გააჩერეთ 45 წუთის განმავლობაში. დროდადრო დაამატეთ დარჩენილი მასა.

თეგები :