• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

ქიშმიშისგან მომზადებული უნიკალური წვენის მარტივი რეცეპტი

ქიშმიშის წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვისთვის. საუკეთესო დამხმარეა ბავშვის გაუწყლოების დროს, მით უმეტეს, თუ სიცხე აქვს და საჭიროა ოფლდენა. როგორც წყურვილის მოსაკლავი სასმელი ის მეორე ადგილზე დგას წყლის შემდეგ.
იმისათვის, რომ ეს წვენი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, აუცილებელი წესები უნდა დაიცვათ: ქიშმიში კარგად უნდა გაირეცხოს, რომ მოცილდეს მტვერი, ჭუჭყი და გოგირდის დიოქსიდი, რომელსაც გამოიმუშავებს ჩირეული გაშრობა-გახმობის დროს. ამიტომ არის აუცილებელი ნებისმიერი ჩირის გარეცხვა, სანამ მას მიირთმევთ. განსაკუთრებით, თუ კომპოტს ან წვენს ამზადებთ, რადგან გოგირდის დიოქსიდი წყალში კარგად იხსნება, ამიტომ ჩირეულისგან მომზადებული სასმელი შეიძლება სარგებლობის ნაცვლად, მავნებლად იქცეს.

ქიშმიშის ყიდვისას ნუ მოიხიბლებით მაინცდამაინც ლამაზი და დიდი მარცვლებით – ხშირად სწორედ ასეთი გარეგნულად გამორჩეული ჩირეულია ქიმიკატებით დამუშავებული.

მომზადებამდე ქიშმიში 30-40 წუთით ჩაალბეთ ცივ წყალში, მერე კარგად გარეცხეთ და ისევ ჩაალბეთ. მეორედ გარეცხვის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მოამზადოთ სასმელი ბავშვებისთვის.

1 სუფრის კოვზ ქიშმიშს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დადგით ერთი საათით. ძალიან კარგია ამისთვის თერმოსის გამოყენება. არ დაუმატოთ არც შაქარი, არც თაფლი, ის ისედაც ტკბილი იქნება იმ ფრუქტოზის ხარჯზე, რომელიც ქიშმიშშია.


თეგები :