• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

ქათმის სალათი კიტრით

    რეცეპტის ინგრედიენტები:

        ქათმის ფილე
        2 ცალი კიტრი
        1 კონა მწვანე ხახვი
        2 კბილი ნიორი
        მიონეზი
        1 ჩ.კ. უცხო სუნელი და ქინძი
        მარილი, პილპილი და წიწაკა გემოვნებით

~ მომზადების წესი ~

1. მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავძიძგნოთ. დავამატოთ 1 ჩ.კ. ქინძი და უცხო სუნელი, 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი(მხოლოდ მისი მწვანე ნაწილი) და პატარა კუბებად დაჭრილი კიტრი(მხოლოდ მისი სქლად მოჭრილი ქერქები).

2. ბოლოს ვუქნათ მარილი, წიწაკა და ბლომად პილპილი. მოვასხათ მაიონეზი და ხელით კარგად ავზილოთ.

    მზარეული ტომატო გირჩევთ: შეურიოთ ყველა ინგრედიენტი კიტრის გარდა. დაჭრათ კიტრი მრგვალ ნაჭრებად და კოვზ-კოვზ მოათავსოთ მათზე სალათა.


თეგები :