• თბილისი
  • 9°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

სახლში მომზადებული შაურმა

    რეცეპტის ინგრედიენტები:

        სომხური ლავაში
        ქათმის ფილე
        აჯიკა
        ხახვი
        ქინძი
        პამიდორი
        თეთრი ღვინო
        მაიონეზი
        კეტჩუპი
        შაურმის წიწაკა

~ მომზადების წესი ~

1. მოვხარშოთ ქათმის ფილე. შემდეგ ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი, აჯიკა და თეთრი ღვინო კი ცოტა ბლომად. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავურიოთ და შიგ ჩავაწყოთ მოხარშული ფილეს ნაჭრები. შევწვათ ორივე მხრიდან. ღვინო მთლიანად უნდა დაიშროს. რომ შეიწვება გავაცივოთ და დავძიძგნოთ.

2. ლავაშში ჩავდოთ დაძიძგნილი ხორცი, დაჭრილი ხახვი, დაჭრილი ქინძი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი; მოვასხათ მაიონეზი, კეტჩუპი; სურვილისამებრ ჩავდოთ შაურმის წიწაკა და გადავახვიოთ შაურმის ფორმაზე.

3. შევათბოთ ტოსტერში და გემრიელად მივირთვათ!


თეგები :