• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

10 პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ მაცივარში

გსურთ ჯანმრთელი იყოთ? მაშინ დაიმახსოვრეთ ეს პროდუქტები და შეეცადეთ ყოველთვის იყოს თქვენს მაცივარში!

1. თაფლი. ის იმუნიტეტს აძლიერებს და ენერგიის საუკეთესო წყაროა. თუ სახლში თაფლი გაქვთ, შეგიძლიათ შაქარი დაივიწყოთ.

2. ბანანი. მასში ბევრი კალიუმია, რაც კუნთებს ძალიან სჭირდება. გარდა ამისა, დადებითად მოქმედებს გულზე და ინსულტის რისკს ამცირებს.

3. შვრია. კუჭისა და ნაწლავებისთვის ეს საუკეთესო პროდუქტია.

4. ისპანახი. მასში А, С და К, ვიტამინები შედის და ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია.

5. ზეითუნის ზეთი. მას თხევად ოქროსაც კი უწოდებენ! აუცილებლად ჩართეთ რაციონში ცივი სახით, ანუ უმად. მოასხით სალათებს მაიონეზის და სხვა მავნე სოუსების ნაცვლად - გემრიელიცაა და სასარგებლოც.

6. ვაშლი. მასში უფრო მეტია С ვიტამინი, ვიდრე ფორთოხალში. ვაშლი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას.

7.ნატურალური რძის პროდუქტები. ხაჭო, მაწონი გარდა იმისა რომ წასახემსებლად კარგი არჩევანია, კალციუმისა და პრობიოტიკების წყაროცაა. დადებიტად მოქმედებს საჭმლის მონელებასა და იმუნიტეტზე.

8. ორაგული. მაში დიდი რაოდენობით ომეგა-3 შედის, რომელიც აქვეიტებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და იცავს ორგანიზმს კიბოს უჯრედების წარმოქმნისგან. ორაგულის ხშირი მირთმევა თვის მდგომარეობას აუმჯობესებს.

9. სტაფილო. ის ბეტაკაროტინის წყაროა და მხედველობაზე დადებითად მოქმედებს. თუმცა ეს ციმში ხსნადი ვიტამინია და უმჯობესია ცოტაოდენი ზეთით ან არაჟნით მიირთვათ.

10. მოცვი. ეს კენკრა დაბერების პროცესს ანელებს და მხედველობისთვის შეუცვლელია. შეიძინეთ გაყინულიც, ან თავად გაყინეთ სეზონზე, შემდეგ კი მიირთვით სმუზის სახით ან დილის საუზმეზე, ფაფასთან ერთად.

gemrielia.ge

თეგები :