• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

ყველაზე უსარგებლო ინდუსტრიული საკვები

ხშირად ამბობენ: მითხარი რას მიირთმევ და გეტყვი ვინ ხარ შენ! მოდით, გადავავლოთ თვალი იმ ინდუსტრიულ საკვებს, რასაც ძალიან ხშირად მივირთმევთ. ასეთი საკვები ადვილად გვიზიდავს, მით უფრო , როცა ვმუშაობთ, ცოტა დრო გვაქვს და სამზარეულოში ტრიალისთვის არ გვცალია. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთი საკვები ძალიან ვნებს ჩვენს ორგანიზმს და სხეულის ფორმებს. შეუძლებელია ყველანაირი ინდუსტრიული საკვების ამოღება რაციონიდან, მაგრამ შეგვიძლია მათგან ყველაზე უარესი შევზღუდოთ.

1. ქათმის ან თევზის ნაგეთსები

გემრიელი, ხრაშუნა, სწრაფად მოსამზადებელი ნაგეთსები ბევრს იზიდავს. საყინულიდან გამოღების შემდეგ მას რამდენიმე წუთში მოვამზადებთ და გემრიელად მივირთმევთ. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ნაგეთსები, ჩვეულებრივ, ცხიმის, მარილის და კონსერვანტების დიდ დოზას შეიცავს.

2. კარტოფილი ფრი

ასეთი კარტოფილი იმდენად დიდი ოდენობით შეიცავს ცხიმს, რომ მისი ხშირი მიღება აუცილებლად შეგვიქმნის წონისა და ჯანმრტელობის პრობლემებს. ამასთანავე, მისი კვებითი ღირებულება მეტისმეტად დაბალია. უმჯობესია თავად მოამზადოთ კარტოფილის ჩხირები ღუმელში, მინიმალური ოდენობის ცხიმით.

3. ჩიფსები და სხვა შემწვარი წასახემსებლები

რა არის ასეთ საკვებში სასარგებლო? აბსოლუტურად არაფერი! სამაგიეროდ აქვს ბევრი იაფფასიანი ცხიმი, მარილი და არომატიზატორები.

4. გაზიანი სასმელები

მხოლოდ კალორიები და მეტი არაფერი! ასეთი სასმელები აბსოლუტურად უსარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა შეიცავს დიდი რაოდენობით ხელოვნურ დამატკბობლებს, არომატიზატორებს და საღებავებს.

5. ფასტ-ფუდი: ჰოთ დოგი, ჰამბურგერი და ამ ტიპის გადამუშავებული ხორცი

სახლში მომზადებული ჰამბურგერისგან განსხვავებით, სწრაფი კვების ობიექტებში ყოველთვის იაფფასიანი ხორცის ნარჩენებისგან მომზადებული ბურგერები იყიდება. ასევე დიდი რაოდენონით შეიცავს მავნე ნაჯერ ცხიმებს.

6. სწრაფი საუზმისთვის განკუთვნილი მარცვლეული, გრანოლა და მიუსლი

ასეთი საკვები დიდი ოდენობით შეიცავს მავნე დამატკბობელს - კონცენტრირებულ ფრუქტოზის სიროპს (high fructose co syrup), დამუშავების გამო კი მასში შემცირებულია სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა. შეიცავს ცხიმსაც. გრანოლას და მიუსლის მომზადება სახშლიც შეიძლება - ძალიან ადვილია, გემრიელია და ბევრად სასარგებლო, ვიდრე ნაყიდი.

7. ნაყიდი ფხვიერი ნამცხვრები, კრეკერები, კექსები და მაფინები

ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი შეიცავს იაფფასიან ტრანს ცხიმებს, მაგალითად პალმის ზეთს. ასეთი ცხიმი ახანგრძლივებს პროდუქტის ვარგისიანობას და აუმჯობესებს გარეგნულ იერს. მაგრამ ორგანიზმისთვის ასეთი ცხიმების გადამუშავება ძალიან რთულია.

8. მარგარინი

მას ბევრი ადამიანი მოიხმარს, როგორც კარაქის იაფ ალტერნატივას. მისი მთავარი ნაკლი გახლავთ ტრანს ცხიმების მაღალი შემცველობა. იგი ასევე შეიცავს არომატიზატორებს, შემასქელებლებს, რაც საბოლოოდ სულაც არაა სასარგებლო.

თეგები :