• თბილისი
  • 5°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

პაპრიკაში - ღორის შაშხი უნგრულად

ინგრედიენტები: ღორის ხორცი, მკერდის ნაწილი 600-700 გ ნიორი 4-5 კბილი დაფნის ფოთოლი 2 პილპილი 6-7 მარცვალი პაპრიკა 2-3 ს.კ მარილი
შეარჩიეთ მკერდის ნაჭერი, რომელიც ე.წ. "სალას" მოსამზადებლადაა საჭირო. დაასხით ცივი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოხადეთ ქაფი. დაამატეთ პილპილი, დაფნა და ხარშეთ დაახლოებით 1.5 საათი. 
ნიორი დანაყეთ ან დაჭყლიტეთ, შეურიეთ პაპრიკა, მარილი და 1-2 კოვზი ნახარში წყალი.  ეს მასა შეაზილეთ ცხელ ხორცს, ჩადეთ ჯამში და თავზე დააფარეთ. რომ გაცივდება მაცივარში გადაიტანეთ. შემდეგ ძალიან თხლად დაჭერით და პურთან ერთად მიირთვით.

თეგები :