• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

ნაყინი, რომელიც არ ასუქებს

ამ რეცეპტით მომზადებული ნაყინი შედარებით ნაკლებ ცხიმსა და შაქარს შეიცავს, ამიტომ შეგიძლიათ მიირთვათ მაშინაც კი, როცა ფორმის შენარჩუნებაზე ზრუნავთ. ინგრედიენტები: რძე 500 მლ კვერცხის გული 4 შავი შოკოლადი 60 გ შაქარი 20 გ
გავაცხელოთ რძე და ჩავადნოთ შოკოლადი.

პარალელურად, ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი. დავამატოთ ცოტაოდენი რძე, ავურიოთ და შემდეგ ისევ რძიან ქვაბში ჩავაბრუნოთ ეს მასა.

დავდგათ ცეცხლზე და თან ვურიოთ ხის კოვზით. მასა ცოტა შესქელდება,  დავაკვირდეთ, თუ ამოღებისას კოვზზე დაეფინება,  უკვე მზადაა .

გავაციოთ და გავყინოთ. გაყინვის პროცესში პერიოდულად კარგად ავურიოთ.


თეგები :