• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

სახლში მომზადებული ირისის კანფეტი

ინგრედიენტები: შაქარი 300 გ თაფლი 120 გ კარაქი 120 გ ცხიმიანი ნაღები ან არაჟანი 250 გ
თაფლი და შაქარი შეურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიიყვანეთ ადურებამდე და ხარშეთ სანამ ქარვისფერი არ გახდება.

ნაწილ ნაწილ დაამატეთ დარბილებული კარაქი, შემდეგ კი დაასხით ცხელი ნაღები. გავაგრძელოთ ხარშვა.
მზაობის გასასინჯად რამდენიმე წვეთი ცივ წყალში ან ცივ ზედაპირზე დავაწვეთოთ, თუ გამაგრდა - საკმარისია ხარშვა.
პერგამენტის ქაღალდს წავუსვათ ცხიმი და დავასხათ კარამელის მასა. გავაციოთ, თუმცა არა ბოლომდე: ჯერ კიდევ რბილი ირისი დანით დავჭრათ.

მეტი პიკანტურობისთვის ირისს შეგვიძლია ცოტა მარილი დავამატოთ. ან მზა კამფეტებს მოვაყაროთ პუდრაში შერეული დარიჩინი. შეგვიძლია გავახვიოთ ქაღალდებშიც.


თეგები :