• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

ტორტი "რაფაელო" - განსხვავებული ვერსია

ტორტი "რაფაელო" არ არის რთული მოსამზადებელი და რაც მთავარია, უცხო და ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები:

კარაქი - 100 გრ

შაქარი - 50 გრ

ფქვილი - 100 გრ

ქოქოსის ფანტელი - 50 გრ

ქოქოსის ლიქიორი - 1 ს.კ.

კრემი:

შესქელებული რძე - 400 მლ

ქოქოსის რძე - 400 მლ

ნაღები 35% - 250 გრ

ვანილი

ნუშის ფირფიტები - 100 გრ

ჟელატინი - 30-40 გრ

ბისკვიტისთვის შეურიეთ გამდნარი კარაქი, შაქარი, ფქვილი, ლიქიორი და ქოქოსის ფანტელი. 20 სმ დიამეტრის ფორმას ჩააფინეთ ქაღალდი და გაანაწილეთ ცომი. გააციეთ მაცივარში 30 წუთი, შემდეგ გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15 წუთი, სანამ ბისკვიტი ღია ოქროსფერი არ გახდება.
კრემისთვის ჟელატინი დაალბეთ ცოტაოდენ ცივ წყალში. ნუში მოხალეთ მშრალ ტაფაზე ან ღუმელში. ერთმანეთს  შეურიეთ შესქელებული რძე, ქოქოსის რძე, ვანილი.
ჟელატინს ზედმეტი წყალი გადაუწურეთ და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, მაგრამ არ აადუღოთ. ჩაამატეთ კრემის მასაში და კარგად შეათქვიფეთ.  შედგით 30 წუთი მაცივარში, მანამდე კი ათქვიფეთ ნაღები კრემის კონსისტენციამდე.  შეურიეთ ნაღები ქოქოსის კრემს. შემდეგ დაამატეთ ნუში. ბისკვიტი ჩადეთ შესაბამისი ზომის ფორმაში (თუნდაც იგივეში, რომელშიც გამოცხვა) და დაასხით კრემი, შედგით მაცივარში გასამაგრებლად.
ზემოდან მორთეთ ნუშით და ქოქოსის ფანტელით.


თეგები :