• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

თევზი ქინძმარში

ინგრედიენტები: თევზი 500 გ ხახვი 1 ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი 2-3 მარცვალი შავი პილპილი 2-3 მარცვალი დაფნა 2 ფოთოლი მარილი 1 ს.კ ძმარი 70 მლ ნივრის კბილი 2 ქინძი 1 კონა წითელი წიწაკა გემოვნებით
თევზს მოვაჭრათ თავი და კუდი, გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ ულუფებად.
ქვაბში ჩავასხათ 1-1.5 ლ წყალი, დავამატოთ გაფცქვნილი, მთლიანი ხახვი, პილპილი, დაფნა და წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილიც ჩავუშვათ ბულიონში თევზის ნაჭრები და ვხარშოთ 5-8 წუთი.
ქიძი და ნიორი წვრილად დავჭრათ.
თევზი ფრთხილად  ამოვიღოთ და გადავიტანოთ ჭურჭელში, რომელშიც მარინადს დავასხამთ. მოვაყაროთ ქინძი და ნიორი.
ცხელი ბულიონის ნახევარი გავწუროთ, შევურიოთ ძმარი და წითელი წიწაკა. დავასხათ თევზს. ვაცალოთ გაციება და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 5 საათით, უმჯობესია მთელი ღამით.

თეგები :