• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

სიმართლე ჩიპსების შესახებ

ჩიპსები პირველად 1853 წელს დაამზადეს, სრულიად შემთხვევით და „მტრის ჯიბრზე“ . მისი შემქმნელი საკურორტო ქალაქ სარატოგა-სპრინგსის ერთი პრესტიჟული და ძვირადღირებული რესტორნის Moon’s Lake Lodge-ის შავკანიანი მზარეული ჯორჯ კრამი გახლდათ.

აგვისტოს ერთ დღეს, რესტორანს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წარმატებული ადამიანი ვანდერბილტ კორნელიუსი ეწვია და შემწვარი კარტოფილი შეუკვეთა. ის მეტისმეტად პრეტენზიული კლიენტი აღმოჩნდა და სამჯერ მიაბრუნა უკან შეკვეთილი კერძი - კარტოფილი საკმარისად თხლად არ არის დაჭრილიო.

თავმობეზრებულმა მზარეულმა კარტოფილი სიფრიფანად, თითქმის გამჭვირვალედ დაჭრა, მოაყარა მარილი და ზეთში შეწვა. მისდა გასაოცრად, კლიენტს კერძი მოეწონა და მალე სარატოგას ჩიპსი მთელ ამერიკაში პოპულარული გახდა.

1940 წლამდე ჩიპსი ასე თუ ისე ნატურალური პროდუქტი გახლდათ. შემდეგ დაიწყეს სხვადასხვა სუნელებისა და სხვა დანამატების დამატება.

ჩიპსებში აბსოლუტურად არანაირი ვიტამინი და მინერალური ნივთიერება არ არის. ეს გახლავთ ნახშირწყლებისა და ცხიმების ნარევი, რომელსაც მარილი, საღებავები და გემოს გამაძლიერებლები ემატება. გარდა ამისა, ჩიპსის დამზადება შეიძლება არა მთლიანი კარტოფილით, არამედ კარტოფილის ფხვნილით, რაც კიდევ ერთი მინუსია ამ პროდუქტისთვის. ჩიპსი ძალიან კალორიულია (510 კკალ 100 გრამში) და ხელს უწყობს ჭარბწონიანობას. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ბავშვები - ეს პროდუქტი მათი დღიური კალორაჟის ნახევარს უკვე შეიცავს.

ყველაფერთან ერთად, ჩიპსი მავნე ცხიმში იწვება და კანცეროგენულია. მარილების დიდი რაოდენობა, რომელიც ჩიპსებთან ერთად ხვდება ბავშვის ორგანიზმში, ხელს უშლის ძვლოვანი სისტემის განვითარებას , არღვევს ნივთიერებათა ცვლას. ხოლო საღებავებს და არომატიზატორებს ალერგიის გამოწვევა შეუძლია.


თეგები :