• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

საზაფხულო ტორტი "ტროპიკელი ქალი"

ინგრედიენტები: ცომი: წყალი 1 ჭიქა ფქვილი 1 ჭიქა კარაქი 100 გ კვერცხი 4 კრემი: კვერცხის გული 3 შაქარი 150 გ სახამებელი 3 ს.კ რძე 350 მლ დარბილებული კარაქი 300 გ ვანილი ათქვეფილი ნაღები 300-400 გ
მოვამზადოთ მოხარშული ცომი. წყალი და კარაქი გავაცხელოთ, რომ ადუღდება ჩავამატოთ ფქვილი და ცეცხლს დავუწიოთ. ხის კოვზით ვურიოთ, ცომი მოიხარშება და ქვაბის კედლებს ადვილად მოსცილდება. დავამატოთ კვერცხები სათითაოდ და 1/2 ჩ.კ მარილი, თან ვთქვიფოთ.
მიღებული ცომით უნდა გავაკეთოთ  ოთხი საშუალო ზომის  ფორფიტა.
ცომი შედარებით წვრილთავიანი საკონდიტრო ტომრით უნდა გავანაწილოთ ქაღალდჩაფენილ საცხობ ტაფაზე, ისე როგორც ფოტოებშია ნაჩვენები,  ბადის ფორმით.

მოვამზადოთ კრემი: კვერცხი, შაქარი, სახამებელი და რძე კარგად ავურიოთ და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.  გავაციოთ და შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი ვანილთან ერთად

ოთხივე ფენას წავუსვათ კრემი, დავალაგოთ ხილი, ზემოდან და გვერდებზე  მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით და დავალაგოთ ხილი.

ხილი რაც მეტი იქნება, უკეთესია, უხდება მომჟავო არომატები.


თეგები :