• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

გრანოლა - სასარგებლო საუზმე მთელი ოჯახისთვის

თაფლთან, თხილსა და ჩირეულთან ერთად მომზადებული შვრია იმით არის კარგი, რომ შეიძლება ერთდროულად ბევრის გაკეთება და მაგრად დახურულ ქილაში მთელი თვე შენახვა. შეგიძლიათ, ჭამის დროს მოასხათ რძე, იოგურტი, წვენი ან ხაჭოსთან აურიოთ, დაუმატოთ ბანანი, გახეხილი ვაშლი, კენკრა.

ეს არის ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო კერძი, ვიტამინებით სავსე და თანაც, იოლი მოსამზადებელი.

აი, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რეცეპტი:

200 გრ შვრია (ჰერკულესი) - უნდა იხარშოს არანაკლებ 20 წუთისა
20 გრ გოგრის თესლი
20 გრ მზესუმზირა
50 დამტვრეული ნუში, ნიგოზი ან თხილი
40 გრ გარგრის ჩირი
6 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადება:

აურიეთ ჯამში მომზადებული შვრია, თხილეული, მზესუმზირა, გოგრის თესლი. მერე გადაიტანეთ ტაფაზე და დაასხით გაცხელებული თაფლი. გამოაცხვეთ 15 წუთი, 150 გრადუს ტემპერატურაზე, შიგადაშიგ ურიეთ. შმემდეგ დაამატეთ ჩირეული, ფრთხილად მოურიეთ და ღუმელში დატოვეთ კიდევ 5-10 წუთით.


თეგები :