• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

ბორში სოკოთი

მასალა:


* თეთრი მშრალი სოკო - 50გრ;
* ჭარხალი - 400გრ;
* სტაფილო - 200გრ;
* კომბოსტო - 200გრ;
* ხახვი - 1 დიდი თავი;
* ზეთი - 20მლ;
* ტომატ პასტა - 200გრ;
* 3 კბილი ნიორი;
* სუფრის ძმარი - 15 მლ;


მომზადება:

გამშრალი სოკო დაასველეთ წყალში (200მლ) ერთი საათით დასარბილებლად. შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში, ამავე ქვაბში ჩაასხით წყალი რომელშიც იყო სოკო ჩალაგებული დასარბილებლად და კიდევდაუმატეთ დაახლვებით 2 ლიტრი წყალი.
ქვაბი შემოდგით ცეცხლზე.


სტაფილო, ჭარხალი და ხახვი დაჭერით წვრილად ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე და მოთუშეთ ტაფაზე ზეთში ისე რომ დარბილდეს.


დაახლოვებით 10 წუთის შემდეგ მოთუშულ ოსტნეულს დაუმატეთ პომიდვრის პასტა. გააგრძელეთ მოთუშვა კიდევ რამოდენიმე წუთს.


კომბოსტო დაკუწეთ წვრილად და ჩაუშვით სოკოს ბულიონში. მოაყარეთ მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე.


ჩაუშვით ბულიონში მოთუშული ბოსტნეული და ხარშეთ 10-15 წუთი კიდევ.

ხარშვის ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაწრილი ნიორი, მშრალი მწვანილი და სანელები (ოხრახუში უმჯობესია).
თუ გიყვართ მომჟავო გემოს ბორში დაუმატეთ სუფრის ძმარი.


როგორც ნებისმიერ სხვა ბორშს სამარხვოსაც უნდა ვაცადოთ ცოტა ხანი, სანამ სუფრაზე მივიტანთ. სუფრაზე მიტანის წინ კი შევაცხელებთ ოდნავ.


გემრიელად მიირთვით!


წყარო: mary.ge


თეგები :