• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

ქათმის ხორცის სალათა

მასალა:

სალათის დაჭრილი ფურცლები 4 ჭიქა;
ქათმის ფილე 300გრ;
ბეკონი 4 ფირფიტა:
კვერცხი 2 ცალი;
პომიდორი 4 ცალი;
ლურჯი ყველი 200გრ;
წითელი ხახვი 1/4 თავი;
ავოკადო 1 ცალი;
ბაზილიკი 8 ფოთოლი;
სალათის იტალიური ზეთი.

მომზადება:

თუ სალათის იტალიური ზეთის გამზადებული მასალა არ გვაქვს, მზარეულები შემდეგ ალტერნატივას გვთავაზობენ, ისინი ერთმანეთში ურევენ ზეითუნის ზეთს, ლიმნის წვენს, მწიკვ დაფქულ წიწაკას და მწიკვ მარილს, შესაძლებელია ხმელი იტალიური სუნელების დამატებაც გემოვნების მიხედვით. აგრეთვე ლიმნის წვენის ნაცვლად შესაძლებელია ბალზამიკოს გამოყენებაც.

საშუალო ზომის ჭურჭელში მზარეულები აფენენ დაჭრილ სალათის ფურცლებს, ბეკონს, პომიდორს, ნახევარმთვარისებურად დაჭრილ ხახვს, მოხარშულ ქათმის ფილესა და კვერცხს,კუბებად დანაწევრებულ ავოკადოს, ოთხკუთხედ, პატარა ნაჭრებად დაჭრილ ლურჯ ყველსა და დაკეპილ ბაზილიკს, შემდეგ ზემოდან ასხამენ სალათის ზეთს და კარგად ურევენ.


თეგები :