• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

შემწვარი კარტოფილი ყველითა და ნივრით

ინგრედიენტები: კარტოფილი 1 კგ ზეითუნის ზეთი 4 ს.კ ნიორი 5 კბილი მარილი და პილპილი ყველი პარმეზანი 80 გ ოხრახუში 1/2 კონა
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.  ღუმელის ტაფას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. 
დიდ ჯამში აურიეთ ზეთი, მარილი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი. გათლილი და საშუალო ზომაზე დაჭრილი კარტოფილი ჩავყაროთ ამ არომატულ ზეთში და კარგად ავურიოთ. ერთ ფენად გავშალოთ ტაფაზე და შევწვათ ღუმელში 30-35 წუთი. ბოლოს დავამატოთ წვრილად გახეხილი ყველი (უხდება პარმეზანი, მაგრამ სხვაც შეიძლება) და დაჭრილი ოხრახუში. ყველი მალევე  დადნება.

თეგები :