• თბილისი
  • 5°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

ტირამისუ ჭიქებში

გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი და უგემრიელესი ტირამისუს რეცეპს ჭიქებში, მაშ ასე, მოიმარჯვეთ საჭირო მასალა:

ინგრედიენტები 4 ჭიქისთვის:

200 გ სავოიარდის ბისკვიტები
200 გ მასკარპონე
200 გ ნაღები
შაქრის პუდრა გემოვნებით
1 ჭიქა მაგარი ყავა
1 ჩ/კ შაქარი
შოკოლადის ლიქიორი 2 ჩ/კოვზი
კაკაო მოსაყრელად
გახეხილი შოკოლადი მოსართავად
ვანილი

მომზადების წესი:

მასკარპონე ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და შაქრის პუდრა. შემდეგ ეს ორი მასა შევურიოთ ერთმანეთს და დავუმატოთ ვანილი.
მოვამზადოთ მაგარი ყავა, დავამატოთ 1 ჩ/კ შაქარი და ლიქიორი. ბისკვიტები დავასველოთ ყავაში და ჭიქაში ჩავაწყოთ. ჩავასხათ კრემის ნაწილი, შემდეგ დასველებული ბისკვიტის ნატეხები ჩავდოთ, კვლავ კრემი. ზემოდან მოვაყაროთ კაკაო ისე, რომ ფარავდეს ზედაპირს და მოვრთოთ გახეხილი შოკოლადით.

დესერტი მაცივარში გავაჩეროთ 1 საათი.

წყარო: lollipop.ge


თეგები :