• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

თოხლო კვერცხი პურში

* შავი პური - 80 გრ;
* კვერცხი - 2 ცალი;
* ბეკონი - 50გრ;

მომზადება:

ნამდვილად მაგარი საუზმეა თოხლო კვერცხი პურში ბეკონთან ერთად.
ამ კერძის ორიგინალურად გაფორმება დილის საუზმეს გაალამაზებს და ამაღლებულ ხასიათზეც დააყენებს ადამიანს.

დაჭერით შავი პური 2 სმ სისქეზე მჭრელი დანით. ამოაჭერით გულები გულის ფორმებით. თუ სპეციალური ფორმები გაქვთ, მაშინ გაიადვილეთ სამუშაო და მათი დახმარებით ამოაჭერით გულები.

გააცხელეთ ტაფა და დაბალ ცეცხლზე ბეკონს მოვუდნოთ ცხიმი. უნდა გამოვიდეს ხრამუნა. გადავდოთ ბეკონი გვერდზე.

გამოდნობილ ცხიმში ერთი მხრიდან მოვბრაწოთ პურები, შემდეგ გადავაბრუნოთ ნაჭრები.

მოჭრილ პურებში ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხი. ჩაბრაწეთ დაბალ ცეცხლზე.

სუფრაზე მიიტანეთ ცხელი შებრაწულ ბეკონთან და ბოსტნეულთან ერთად.


თეგები :