• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

რამდენიმე სასარგებლო რჩევა ხორცის უკეთ მოსამზადებლად

გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ, მაგრამ სასარგებლო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ კიდევ უფრო გემრიელი ხორციანი კერძები მოამზადოთ.

• უმ ხორცს მარილი უშუალოდ შეწვის წინ მოაყარეთ. მარილი დეჰიდრატაციას იწვევს, ანუ ხორციდან სითხეს გამოდევნის, შედეგად ხორცი მშრალი და ნაკლებად გემრიელი გამოდის.

• მოხარშული ხორცი რომ წვნიანი იყოს, ბულიონიდან მხოლოდ სუფრაზე მიტანის წინ ამოიღეთ. მანამდე დატოვეთ იმავე ქვაბში, რომელშიც მოხარშეთ, თავდახურული, თავისივე ნახარშ წყალში.

• ღუმელში შეწვის დროს, დაამატეთ ხორცს ცოტა მარილი, შავი პილპილი, ცხიმი, ცოტა წყალი და 1-2 კოვზი კონიაკი. ხორცი უფრო ნაზი, უფრო წვნიანი და უფრო გემრიელი გამოვა.

• საქონლისა და ცხვრის ხორცი უფრო რბილი რომ იყოს, ხარშვის დროს 1 ს.კ ძმარი ჩააამატეთ.

• ხორცი ღუმელში შეწვისას რომ არ გამოშრეს და დაიწვას, ქვეშ ჯამით წყალი დაუდგით. მისი ორთქლი ხორცს ტენს შეუნარჩუნებს.


თეგები :